20:58 20 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
ქართული ქვევრის ღვინოები ნიუ-იორკში გამოფენაზე

ნიუ-იორკში გამოფენაზე ქართული ღვინოები წარადგინეს

© FB / Georgian Wine
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
3301

ქართული ქვევრის ღვინოები პროფესიონალებმა და ღვინის მოყვარულებმა დააგემოვნეს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ქართული ქვევრის ღვინოები ნიუ-იორკში ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე (RAW WINE) წარადგინეს.

ორდღიან გამოფენას, რომლის ორგანიზატორია ცნობილი ექსპერტი, ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეჟერონი, ესწრებოდნენ პროფესიონალები და ღვინის მოყვარულები, სავაჭრო ქსელებისა და რესტორნების წარმომადგენლები, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებს ახალი იმპორტიორებისა და პარტნიორების მოძებნის საშუალებას აძლევს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ტარდება მრავალი მარკეტინგული აქტივობა… ქართულ სტენდს უამრავი ღვინის პროფესიონალი და მოყვარული ესტუმრა, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს მოიძიონ ახალი იმპორტიორები“, — განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ელენე კიკნაძემ.

გამოფენაზე წარდგენილი იყო ექვსი ქართული კომპანია, რომლებიც ქვევრის ღვინოს აწარმოებენ.

გამოფენის ფარგლებში ცნობილი ამერიკელი ღვინის შესახებ მწერლის ელის ფეირინგის ქართული ღვინის კულტურაზე დაწერილი წიგნის „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში“ პრეზენტაციაც გაიმართა.

გამოფენა RAW WINE ნატურალური მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ღონისძიებად მიიჩნევა.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 235 ათასი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით მეტია.

მთავარი თემები