მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჭინჭარი

გამოწერა
ჭინჭარი ფრიად მნიშვნელოვანი პოლივიტამინური მცენარე, ვიტამინების თავისებური ბუნებრივი კონცენტრატია. ასკორბინის მჟავა მასში ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარსა და ლიმონში; კაროტინის შემადგენლობა მეტია, ვიდრე ქაცვში, სტაფილოსა და მჟაუნაში. მხოლოდ 20 გრამი ჭინჭრის ფოთოლი ჩვენს ორგანიზმს А ვიტამინის დღიური ნორმით უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით. ამჯერად ყურადღება ჭინჭარზე შევაჩერეთ. 

ჭინჭარი (Urtica) — ჭინჭრისებრთა ოჯახის ერთი ან მრავალწლიანი მცენარეა. ფოთლები დაფარულია მსუსხავი ბუსუსებით, რომლებიც დამსხვრევისას და შეხებისას წვრილი ბოლოთი აზიანებენ კანს, გამოყოფენ მომწამვლელ სითხეს, რომელიც იწვევს მწვავე ტკივილს, ქავილსა და მსუბუქ ანთებით პროცესს.

CC BY 2.0 / Flickr/ Harry Rose / Urtica incisaჭინჭრის ფოთლები დაფარულია მსუსხავი ბუსუსებით
ჭინჭრის ფოთლები დაფარულია მსუსხავი ბუსუსებით - Sputnik საქართველო
ჭინჭრის ფოთლები დაფარულია მსუსხავი ბუსუსებით

ნედლეულად იყენებენ მხოლოდ ჭინჭრის ფოთლებს, ღეროებისა და ყვავილების გარეშე. ყვავილობის შემდეგ ჭინჭარი კარგავს სამკურნალო თვისებებს. მას ამზადებენ მაის-ივლისში.

ჭინჭარი ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მას ოდითგან იყენებენ ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ: სხვადასხვა სისხლდენისას, ჰემოროის, კენჭოვანი, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებებისას, შეშუპების, ყაბზობის, გულის დაავადებების, ტუბერკულოზის, ბრონქული ასთმის, ბრონქიტების, ალერგიისა და სხვა დაავადებების დროს.

გარეგანად ჭინჭარს ღია ჭრილობებზე, სისხლდენისას, კანის დაავადებების დროს, თმის გამაგრებისა და ზრდისთვის იყენებენ.

მაყვალი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. მაყვალი

ჭინჭარი ფრიად მნიშვნელოვანი პოლივიტამინური მცენარე, ვიტამინების თავისებული ბუნებრივი კონცენტრატია. ასკორბინის მჟავა (С ვიტამინი) მასში ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარსა და ლიმონში; კაროტინის შემადგენლობა მეტია, ვიდრე ქაცვში, სტაფილოსა და მჟაუნაში. მხოლოდ 20 გრამი ჭინჭრის ფოთოლი ჩვენს ორგანიზმს А ვიტამინის დღიური ნორმით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ჭინჭარი მდიდარია К, Е და В ვიტამინებით და მიკროელემენტებით, მათ შორისაა რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, კალციუმი და სხვა. ჭინჭრის ფოთლები ასევე შეიცავს ფლავანოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ტანინს, ფიტონციდებს, ორგანულ მჟავებს, ქლოროფილს, გლიკოზიდებსა და სხვა. სწორედ აქტიური ელემენტების ამგვარი მრავალფეროოვნება ხსნის იმას, რომ ჭინჭარს ორგანიზმის მომაგრებისა და სამკურნალო–პროფილაქტიკური თვისებების ფართო სპექტრი გააჩნია. ჭინჭარს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციების აღდგენა ახასიათებს და, მთლიანობაში, ორგანიზმის მუშაობის მწყობრში ჩადგომას უწყობს ხელს. 

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Matt Lavin / Urtica dioica gracilisყვავილობის შემდეგ ჭინჭარი კარგავს სამკურნალო თვისებებს
ყვავილობის შემდეგ ჭინჭარი კარგავს სამკურნალო თვისებებს - Sputnik საქართველო
ყვავილობის შემდეგ ჭინჭარი კარგავს სამკურნალო თვისებებს

ჭინჭრის შემადგენლობაში შედის სილიციუმისა და ორგანული მჟავები, რომლის წყალობით ჭინჭარს ორგანიზმის მოძლიერების თვისებები გააჩნია: ის ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მრავალი ბაქტერიის, ტოქსინის, რადიაციის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, აძლიერებს იმუნიტეტს, ასევე უზრუნველყოფს ჟანგბადის უკმარისობისგან ორგანიზმის დაცვის მაღალ ხარისხს. ჭინჭარი ასტიმულირებს ნახშირწყლებისა და ცილების ცვლას, ამიტომ ის განსაკუთრებით რეკომენდებულია ქრონიკული დაავადებების დროს, როდესაც ადამიანის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი მავნე მოქმედებებისმიმართ მნიშვნელოვნად შემცირებულია. ის არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ასევე გამოიყენება როგორც წონაში დაკლების საშუალება.

К ვიტამინი ჭინჭარს სისხლისდენის შემაჩერებელ მძლავრ უნარს სძენს. ის გამოიყენება როგორც გარეგანი, ისე შიდა სისხლდენების დროს (საშვილოსნოს, ფილტვების, თირკმელების და სხვა).

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ჭინჭარს საკვებად იყენებენ, ამზადებენ მისგან მხალს და ზოგან, მთიან რეგიონებში – ხინკალსაც კი.

ყველა ახალი ამბავი
0