23:21 22 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
ეროვნული აღსრულების ბიურო

მასმედია: თბილისში მომხდარი სროლის მონაწილე პირები ყოფილი ძალოვანები არიან

© FB/ Национальное бюро по исполнению
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
3001

დღეს თბილისში სროლა ისმოდა. მასმედიის მონაცემებით, სროლა ყოფილმა ჩინოსნებმა ატეხეს.

თბილისი, 18 ივლისი – Sputnik.თბილისში აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში ერთმანეთს ესროლეს საქართველოს შს სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილმა მუშაკმა, იუწყება  ტელეკომპანია „რუსთავი2“.

სროლა ორ მამაკაცს შორის რამოდენიმე საათის წინ მოხდა. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი არჩილ მამაგეიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინციდენტის მეორე მონაწილე პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მასმედიის მონაცემებით, დაპირისპირება კრედიტორსა და მევალეს შორის მოხდა. 

ტელეარხის ინფორმაციით, ინციდენტში კიდევ ერთი პირი მონაწილეობდა, თუმცა მისი ადგილმდებარეობა  უცნობია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით „განზრახ მკვლელობის მცდელობა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის, ტყვიაწამლის, ფეთქებად ნივთიერებათა ან ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადატანა, გადაგზავნა ან გასაღება“.

მთავარი თემები