15:16 23 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისი

საქართველოში ბიზნეს-პროგრამა „სტარტაპ საქართველო" იწყება

© Sputnik/ Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
.სტარტაპ-საქართველო (17)
69910

მთავრობა ინოვაციური იდეების დაფინანსებას იწყებს. პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მლნ ლარს გამოყოფს, მომავალში ბიუჯეტი, შესაძლოა, 35 მლნ ლარამდე გაიზარდოს.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო" იწყება, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პროგრამას საზოგადოებას საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს, პრეზენტაცია ტექნოლოგიურ პარკში დღეს, 14:00 საათზე გაიმართება. 

„სტარტაპ საქართველოს" დაწყების მიზანია – მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომლებსაც აქამდე ფინანსური რესურსის არქონის გამო არ შეეძლოთ ბიზნესის დაწყება, მიეცეთ უნიკალური შანსი, განახორციელონ მათი ბიზნეს-იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მლნ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი, შესაძლოა, 35 მლნ ლარამდე გაიზარდოს.

პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა.

განაცხადების მიღება 2016 წლის 17 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ-გვერდზე www.startup.gov.ge

თემები:
.სტარტაპ-საქართველო (17)

მთავარი თემები