საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ დაძლია

© photo: courtesy of parliamentპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და ვენეციის კომისიის შენიშვნები პარლამენტმა გაითვალისწინა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შენიშვნები გაიზიარა და ვეტო არ დაძლია. 

წარმოდგენილს შენიშვნებს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„კანონპროექტში მთლიანადაა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის შენიშვნები… საბოლოოდ ჩვენ  გაცილებით სრულყოფილ კანონპროექტს მივიღებთ, ვიდრე დღეს გვაქვს. ყველაზე მთავარია ის, რომ კანონპროექტი შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან“, — განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშელაძემ.

შენიშვნების თანახმად, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის უფლება ერთმევათ.  

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია

ვენეციის კომისიას პლენუმის გადაწყვეტილების მიღების დროს მაღალი ქვორუმის არსებობასთან დაკავშირებით ჰქონდა შენიშვნები. ადრე მიღებული შესწორებების თანახმად, გადაწყვეტილება უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, კოლეგიის 2/3-ს უნდა მიეღო.

ვენეციის კომისიას კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა ასევე სხვადასხვა ნორმებთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, კანონის ახალი ვერსია უკეთესია და კარგია, რომ საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის, და რაც მთავარია, ვენეციის კომისიის შენიშვნები გაითვალისწინა. პრეზიდენტის აღნიშნული ვეტო რიგით მეოთხეა ამ მოწვევის პარლამენტში. შეიძლება ითქვას, რომ ორი ვეტო პარლამენტმა გაითვალისწინა, ორი კი დაძლია“, — განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ყველა ახალი ამბავი
0