08:42 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
ბაკურიანი

ბაკურიანში გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება

© photo: Sputnik / Roman Denisov
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
3501

ბაკურიანში 76 ათას კვ/მ ფართობზე დასასვენებელი პარკი გაშენდება, სადაც რესტორნები, კაფეები, აუზები და ფიტნეს–გამაჯანსაღებელი ცენტრი განთავსდება.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ბაკურიანში გამაჯანსაღებელ ცენტრს Gino Wellness Group ააშენებს, რომელიც პროექტის რეალიზაციაზე 4,2 მლნ ლარს დახარჯავს, — იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ამ მიზნით კომპანიას საინვესტიციო პირობებით, პირდაპირი მიყიდვის წესით,  500 ათას ლარად საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც 76 308 კვ/მ ფართობს მოიცავს.

პროექტის თანახმად, ბაკურიანში 500 კაცზე გათვლილი დასასვენებელი პარკი გაშენდება, სადაც რესტორნები, კაფეები, ღია და დახურული აუზები და ფიტნეს–გამაჯანსაღებელი ცენტრი განთავსდება.

საქართველოს ზამთრის კურორტები
სტანისლავ კოზლიაკოვსკი, Sputnik-georgia
საქართველოს ზამთრის კურორტები

მთავარი თემები