05:55 26 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0798
  • 100 RUB3.9875
  • USD2.6184
დელტას სამხედრო ამუნიცია

ქართველ ჯარისკაცებს სამამულო წარმოების ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით შემოსავენ

© Минобороны Грузии
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
5701

უცხოურ მისიებში მონაწილე ქართულ საჯარისო დანაყოფებს საქართველოს სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული ამუნიციით აღჭურვავენ.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს არმია სრულად მომარაგდება ქართული წარმოების ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით, — იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ამუნიციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი „დელტა“ დაამზადებს. ამ დროისათვის ცენტრი უკვე მუშაობს თავდაცვის სამინისტროს კონკრეტულ შეკვეთაზე.

თავდაცვითი ეკიპირების წარმოება დელტაში
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვითი ეკიპირების წარმოება "დელტაში"

„ინდივიდუალური დაცვის სისტემებზე მუშაობის პოროცესში „დელტას“ სპეციალისტებმა საერთაშორისო სტანდარტები და სამხედრო ქვედანაყოფის მოთხოვნილებები გაითვალისწინეს. ტექნოლოგია დაიხვეწა და ახალი პროდუქცია გაცილებით მაღალი სტანდარტისაა“, — ნათქვამია განცხადებაში.

დელტაში დამზადებული ჯავშანჟილეტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
"დელტაში" დამზადებული ჯავშანჟილეტი

„დელტას“ ხელმძღვანელის, უჩა ძოძუაშვილი თქმით, ცენტრი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას პროდუქციის ექსპორტზე.

„დელტას“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით იყო აღჭურვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქართული ქვედანაყოფი.

უახლოეს ხანში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი ქართული ბატალიონი გაემგზავრება და ეს იქნება პირველი ქვედანაყოფი, რომელსაც ქართული აღჭურვილობა ექნება.

მთავარი თემები