„მგზავრებს“ რუსული პრემია „ჩარტოვა დიუჟინა“ გადასცეს

© FB/ Mgzavrebiland"მგზავრების" დაჯილდოების ცერემონია
მგზავრების დაჯილდოების ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვის „კროკუს სიტი ჰოლში“ 13 თებერვალს ქართველმა მუსიკოსებმა ნომინაციაში „ვზლომ“ პრემია მიიღეს. ჯგუფი „მგზავრები“ ცნობილმა მომღერალმა თამარ გვერდწითელმა წარადგინა.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. პოპულარულმა ქართულ ფოლკ-როკ-ჯგუფ „მგზავრებს“ რუსული პრემია „ჩარტოვა დიუჟინა“ გადაეცა. ქართველმა მუსიკოსებმა  ნომინაციაში „ვზლომ“გაიმარჯვეს, იუწყება პრემიის ოფიციალური ვებგვერდი.

მუსიკალური პრემია „ჩარტოვა დიუჟინა“ ჯგუფს 13 თებერვალს მოსკოვში, „კროკუს სიტი ჰოლში“ გადაეცა. „მგზავრები“ ცნობილმა მომღერალმა თამარ გვერდწითელმა წარადგინა.

ნომინაციაში „ვზლომ“ გამარჯვებისთვის ქართველი მუსიკოსების გარდა, წარდგენილნი იყვნენ ჯგუფი „ინკოგნიტო“, „პ… ფილმი“, „სოლნეჩნიე ფრუქტი“ და სხვა შემსრულებლები.

გარდა ამისა, ქართული ჯგუფი „წლის სიმღერის“ კატეგორიაში წარდგენილ პრეტენდენტთა შორისაც მოხვდა.

მოსკოვში გამართულ ღონისძიებასთნ ერთად, დაჯილდოების ცერემონია სანქტ-პეტერბურგშიც გაიმართა.

პრემიის ჯილდოები მუსიკოსებს 13 ნომინაციაში გადაეცათ, მათ შორის წლის საუკეთესო ალბომისთვის, საუკეთესო სიმღერისთვის, კონცერტისთვის და ა. შ.
კენჭისყრა ნომინაციებში ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების ჯგუფმა ნომინანტების სია წარმოადგინეს, მეორე ეტაპზე კი პრემიების მფლობელები ხმის მიცემით მსმენელებმა განსაზღვრეს.

წელს ხმის მიცემა 2016 წლის 1 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა.

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko"მგზავრების" სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი
მგზავრების სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი - Sputnik საქართველო
"მგზავრების" სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი

ჯგუფი „მგზავრები“ ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს ჩამოაყალიბა. 2008 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი „მე მოვიგონე“ გამოუშვა, რომელიც საქართველოში მალე გახდა პოპულარული.
მუსიკოსებს საკუთარი ინდივიდუალური სტილი აქვთ, რომელიც ფოლკლორულ რითმებს, მრავალხმიანობას, იმპროვიზაციას, ასევე თანამედროვე და კლასიკურ ელემენტებს ითავსებს.

 „მგზავრები“ საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის ქალაქებში კონცერტებს ხშირად მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0