აშშ რუსეთს საქართველოდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

© facebook.com/mfageorgiaგიორგი კვირიკაშვილი და ენტონი ბლინკენი
გიორგი კვირიკაშვილი და ენტონი ბლინკენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ მიესალმება ნაბიჯებს, რომელთაც საქართველო რუსეთთან ურთიერთობებში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად დგამს და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებას უჭერს მხარს, — აღნიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან იმ პოზიციებზე, რომლებზეც კონფლიქტამდე იდგა, — განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენმა (Antony Blinken) საქართველო–აშშ–ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე ვაშინგტონში, —  იუწყება საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. 

„საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ ქართველმა ხალხმა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის (ცეცხლის შეწყვეტის) შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდელ პოზიციებზე  და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი გატარება“, — განაცხადა ბლინკენმა.

აშშ მიესალმება ნაბიჯებს, რომელთაც საქართველო რუსეთთან ურთიერთობებში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად დგამს და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებას უჭერს მხარს, — აღნიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. 

ნატო - Sputnik საქართველო
სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას

„მსოფლიოს მშვიდობიანი და აყვავებული საქართველო სჭირდება“, — ხაზი გაუსვა ბლინკენმა. 

საქართველოსა და აშშ–ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ვაშინგტონში 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა ხელი. 2009 წლის ივნისში, ქარტიის ფარგლებში, ჩამოყალიბდა სხვადასხვა მიმართულების სამუშაო ჯგუფები. 

დოკუმენტი ითავლისწინებს პარტნიორული კავშირების გაფართოებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას. 

 


ყველა ახალი ამბავი
0