საქართველოში ყურძნის მოსავალი წელს 30%-ით მაღალი იქნება

© photo: Sputnik / Л. Антонов / გადასვლა მედიაბანკშირთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2014 წელს საქართველოში 124 606 ტონა ყურძენი მოიკრიფა, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 175.3 მლნ ლარზე (76.2 აშშ დოლარზე) მეტი შეადგინა.

თბილისი, 24 აგვისტო  — Sputnik. ყურძნის მოსავლის პროგნოზული მაჩვენებელი 2015 წელს თითქმის 30%-ით აჭარბებს გასული წლის მაჩვენებელს, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა „რთველი 2015-ის“ მოსამზადებელ შეხვედრაზე თელავში, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.  

2014 წელს საქართველოში 124 606 ტონა ყურძენი მოიკრიფა, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 175.3 მლნ ლარზე (76.2 აშშ დოლარზე)  მეტი შეადგინა. რთველი ოფიციალურად 20 აგვისტოს დაიწყო. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში, სულ დარეგისტრირებული 87 ღვინის კომპანიიდან, 65 ჩაერთო. 

ბოლო დროს მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონში განვითარებული პოლიტიკური სიტუაციის გამო შემცირდა ქართული ღვინის ექსპორტი მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე, რამაც თავის მხრივ შეამცირა ყურძენზე მოთხოვნა, განაცხადა დავითაშვილმა. 

„შესაბამისად, დარგის განვითრების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  წელს კვლავ  მოხდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება“, — აღნიშნა შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ. 

„რთველი 2015-ის“ ფარგლებში სახელმწიფო, მიუხედავად ბიუჯეტის კორექტირებისა, წელს კვლავ  მოხდება როგორც „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“, ისე „საფერავის“ სუბსიდირება. 

კერძოდ, მიმდინარე წელს სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 35 თეთრის (15.2 ცენტი), ხოლო 1 კგ. საფერავზე 15 თეთრის (6.5 ცენტი) ოდენობის სუბსიდია გაიცემა. 

სუბსიდიები გაიცემა არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორ ეს ბოლო ორი წლის მანძილზე იყო, არამედ პირდაპირ მევენახეებზე.  სუბსიდირების ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს  დაუგვიანებლად, ორი კვირის განმავლობაში მიიღებს — ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე.  

„რთველი 2015-ის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება, ხოლო გურჯაანში შტაბის წარმომადგენლობა გაიხსნება. 


ყველა ახალი ამბავი
0