21:37 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ამერიკის დროშა

საქართველოში ამერიკის დღეები იწყება

© Sputnik/ Наталья Селиверстова
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

აშშ-ის დღეების აღნიშვნა ზუგდიდიდან დაიწყება, რომელიც სხვადასხვა ქალაქებს მოიცავს: 3 ივნისს ახალციხე – რაბათის ციხესიმაგრე, 4 ივნისს გორი – სტალინის ბაღი და 6 ივნისს თბილისი — რიყის პარკი.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. 2-6 ივნისს საქართველოს ოთხ ქალაქში ამერიკის დღეები აღინიშნება, იუწყება ამერიკის საელჩოს პრეს-სამსახური.

აშშ-ის დღეების საზეიმო აღნიშვნა ზუგდიდიდან, 15:00 საათზე დადიანების სასახლის მახლობლად, იუსტიციის სახლის სკვერში დაიწყება, გაიმართება საინფორმაციო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები, საგრანტო პროგრამები, USAID-ის და საქართველოში მშვიდობის კორპუსის პროგრამები. მოგვიანებით, 18 საათზე ამერიკული ჰიპ-ჰოპ ბენდი Dangerflow და მოცეკვავეების ჯგუფი Sea2Sea კონცერტს გამართავენ.

საზეიმო ღონისძიებები 3 ივნისს ახალციხეში, რაბათის ციხესიმაგრეში, 4 ივნისს — ქალაქ გორში, სტალინის ბაღში და 6 ივნისს თბილისში — რიყის პარკში გაგრძელდება.


მთავარი თემები