21:34 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ხიდაშელი

ხიდაშელი დაჭრილ სამხედროებს შეხვდა

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
4 0 0

ხიდაშელის თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი დაზარალებულ სამხედროებზე ზრუნვა და მათი პრობლემების გადაჭრაა. ამ მიზნით მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი თინათინ ხიდაშელი იმ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო მისიებში ISAF და Resolute Support მონაწილეობისას და ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაიჭრნენ, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური.

შეხვედრაში ასევე იღებდნენ მონაწილეობას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, მინისტრის მრჩევლები მაია ქავთარაძე, პაატა პატიაშვილი და შერი მიშელი, აგრეთვე სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი. 

„შეხვედრაზე საუბარი მათი (სამხედროების) რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებს შეეხო. სამხედროებმა მინისტრს დაზღვევის, სოციალური შეღავათების, განათლების, დასაქმების, ვეტერანის სტატუსის, ტრანსპორტირებისა და მათთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრაზე განიხილეს ცალკე დეპარტამენტის შექმნის საკითხი, რომელიც ორიენტირებული იქნება სამხედრო მოსამსახურეების პრობლემების მოგვარებისა და ასევე ამ მიმართულებით აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე. 

ხიდაშელის თქმთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი დაზარალებულ სამხედროებზე ზრუნვა და მათი პრობლემების გადაჭრაა. ამ მიზნით მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება. 

 


მთავარი თემები