ხიდაშელმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს მიუსამძიმრა

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ასევე იმსჯელეს თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანელ კოლეგას ზაქირ ჰასანოვს ტელეფონით ესაუბრა და ბაქოში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა, იუწყება ხუთშაბათს, 21 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური. 

ბაქოში, აზალდიგის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი 19 მაისის დილას გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 13 და დაზარალდა 61 ადამიანი.

„გენერალ-პოლკოვნიკმა ჰასანოვმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საუბრის დროს მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ასევე იმსჯელეს  საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე.

მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. საუბრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც 26-28 ივნისს ბათუმში გაიმართება. გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა კი თინათინ  ხიდაშელი ივლისში ბაქოში დაგეგმილ ოლიმპიადაზე მიიწვია.


ყველა ახალი ამბავი
0