მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნინა სუბლატი ევროვიზიის კონკურსის ფინალში გავიდა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშინინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინალში, რომელიც 23 მაისს გაიმართება, ასევე მოხვდნენ კონკურსანტები ალბანეთიდან, სომხეთიდან, ბელგიიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან, სერბეთიდან, რუმინეთიდან და ესტონეთიდან.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ქართველი შემსრულებელი ნინა სუბლატი „ევროვიზია 2015“–ის  საერთაშორისო კონკურსის  ფინალში გავიდა. ის მსმენელის წინაშე პირველ ნახევარფინალში სამშაბათს,გვიან ღამით,  სიმღერით Warrior წარდგა. 

სიმღერის ავტორი თავად სუბლატია. კომპოზიციას არანჟირება მოგვიანებით შვედმა კომპოზიტორმა ტომას ჯეისონმა (Thomas G:son) გაუკეთა. სუბლატის საკონცერტო კოსტიუმზე, რომელიც მაყურებლის წინაშე მებრძოლი ქალის სახით წარდგა, ქართველი დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე მუშაობდა.

ფინალში, რომელიც 23 მაისს გაიმართება, ასევე მოხვდნენ კონკურსანტები ალბანეთიდან, სომხეთიდან, ბელგიიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან, სერბეთიდან, რუმინეთიდან და ესტონეთიდან.

ევროვიზიის  სიმღერის კონკურსის წესის შესაბამისად, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ ავსტრია (მასპინძელი ქვეყანა), ”დიდი ხუთეულის” ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია) და ევროვიზიის დებიუტანტი — ავსტრალია.

მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ლიტვის, ირლანდიის, სან-მარინოს, მონტენეგროს, მალტის, ნორვეგიის, პორტუგალიის, ჩეხეთის, ისრაელის, ლატვიის, აზერბაიჯანის, ისლანდიის, შვედეთის, შვეიცარიის, კვიპროსის, სლოვენიის და პოლონეთის წარმომადგენლები.


ყველა ახალი ამბავი
0