რუსული ჯარის გაყვანა საქართველოდან უნდა გაგრძელდეს - პრეს-სპიკერი

© Александр Имедашвилипрезидентский дворец, Тбилиси
президентский дворец, Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს და რუსული სამხედროების გასვლა სოფელ პერევიდან საბოლოო შედეგი არ უნდა გახდეს.

თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს და რუსული სამხედროების გასვლა სოფელ პერევიდან საბოლოო შედეგი არ უნდა გახდეს. ამის შესახებ სამშაბათს ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

”26-თვიანი ოკუპაციის შემდეგ შეიძლება განვაცხადოთ, რომ ქართული მხარე სოფელ პერევს სრულად აკონტროლებს. ეს პროცესი საერთაშორისო ზემოქმედების და მსოფლიო თანამეგობრობის ერთიანი მტკიცე პოზიციის შედეგად  გახდა  შესაძლებელი”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.  

მისი თქმით, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ზეწოლა კვლავ გაგრძელდება, რადგანაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული რჩება და 2008 წლის სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ძირითადი პრინციპები და პუნქტები შეუსრულებელი რჩება, მათ შორის პუნქტი საქართველოს დეოკუპაციის შესახებ.

ამასთან, პრეს-სპიკერის განცხადებით, ადგილი კვლავ აქვს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ათიათასობით დევნილს საკუთარ სახლში დაბრუნება არ შეუძლია, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ ახორციელებენ თავის მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამჟამად, პრეს-სპიკერის ინფორმაციით, სოფელ პერევში ვითარება ქართველი სამართალდამცავების სრული კონტროლის ქვეშაა, რომლებთან ერთადაც სოფელში საერთაშორისო დამკვირვებლებიც შევიდნენ. 

”ამ ეტაპზე მთავარია მოსახლეობის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერიტორიის დათვალიერება და აუცილებლობის შემთხვევაში განაღმვითი სამუშაოების ჩატარება”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0