ბელორუსიის მხრიდან ქართულ სუვერენიტეტს საფრთხე არ ემუქრება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

© Александр ИмедашвилиТбилиси
Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისსა და მინსკს შორის ”შესანიშნავი ურთიერთობები” ყალიბდება და საქართველოს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ ბელორუსიის მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტს არაფერი ემუქრება, განაცხადა ნინო კალანდაძემ.

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. თბილისსა და მინსკს შორის ”შესანიშნავი ურთიერთობები” ყალიბდება და საქართველოს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ ბელორუსიის მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტს არაფერი ემუქრება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს ბრიფინგზე, როდესაც კომენტარი გააკეთა ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს პოზიციის თაობაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან დაკავშირებით.

”ჩვენ ორმხრივი ურთიერთობებით კმაყოფილები ვართ და ორივე მხრიდან მათ გაღრმავებაზე ვმუშაობთ... საქართველოს არ აქვს საფუძველი ეჭვისთვის, რომ მის სუვერენიტეტს ბელორუსიის მხრიდან საფრთხე ემუქრება...არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბელორუსია საერთაშორისო პრინციპებს არ დაიცავს”, - განაცხადა კალანდაძემ.

რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან მინსკის პოზიციის კრიტიკის შესახებ საუბრისას კალანდაძემ აღნიშნა, რომ ”რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ინტენსიურ პროპაგანდულ პოლიტიკას აგრძელებს”.

”რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ აღიარებას რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო შეუერთდეს, მაგრამ მათ ძალისხმევას შედეგი არ მოაქვს, რაც, ბუნებრივია, გაღიზიანებას იწვევს”, - განაცხადა კალანდაძემ რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ბოლო განცხადების კომენტარისას.

მედვედევმა გასულ კვირას თავის ვიდეობლოგში განაცხადა, რომ ბელორუსიის ხელისუფლების საქციელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან მიმართებაში არაპატიოსანია და რუსეთი ამას გაითვალისწინებს ბელორუსიის მოქმედ პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისას. ”ბელორუსიის პრეზიდენტმა განაცხადა ამის გაკეთების (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების) მზადყოფნის შესახებ თავისი კოლეგების, ხუთი პრეზიდენტის წინაშე. არსებობს შესაბამისი ჩანაწერი, გულახდილად რომ ვთქვათ, სხდომის პროტოკოლში დარჩა. შემდეგ ეს საკითხი გადაიქცა პოლიტიკური ვაჭრობის მუდმივ ობიექტად. თუმცა, რუსეთი არ ვაჭრობს საკუთარი პრინციპებით”, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. 

ყველა ახალი ამბავი
0