საქართველო აზერბაიჯანთან კონფედერაციის შექმნას არ აპირებს - ვაშაძე

გამოწერა
საქართველო აზერბაიჯანთან კონფედერაციაში შესვლას არ აპირებს, განაცხადა ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველო აზერბაიჯანთან კონფედერაციაში შესვლას არ აპირებს, განაცხადა ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ერევანში თავის სომეხ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, როდესაც კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე აზერბაიჯანში ვიზიტისას 20-21 მაისს, რომ ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეიძლება დახასიათდეს, როგორც კონფედერაციული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფება.

”ჩვენ კონფედერაციის შექმნას არ ვაპირებთ... ეს მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ფიგურალური განსაზღვრა იყო”, - განაცხადა ვაშაძემ პრესკონფერენციაზე.

”როგორც გესმით, პრეზიდენტი სააკაშვილი ემოციურ განცხადებებს არასდროს აკეთებს - მან საკმაოდ ზუსტად დაახასიათა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე სტრატეგიული თანამშრომლობა”, - განაცხადა ვაშაძემ.

 

წყარო: ”ახალი ამბები - სომხეთი”

ყველა ახალი ამბავი
0