სააკაშვილმა ნატოს ავღანეთში ტვირთების გადასაზიდად საქართველოს ტერიტორია შესთავაზა

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტვირთების ავღანეთში უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის ნატოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება შესთავაზა.

თბილისი, 1 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტვირთების ავღანეთში უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის ნატოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება შესთავაზა.

”ჩვენ საქართველოში კარგი ლოგისტიკა და უსაფრთხო, დაცული მარშრუტი გვაქვს. ეს ის მარშრუტი იქნება, რომელზეც რაიმე სახის ბლოკირების განხორციელება შეუძლებელი იქნება”, - განაცხადა სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამ ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი ალიანსის სატრანსპორტო თავდასხმასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ჟურნალისტის კითხვის შემდეგ გამოვიდა.

ალიანსის სატრანსპორტო დაცვაზე თავდასხმა პარასკევს პაკისტანის სამხრეთით მოხდა. უცხოური მასმედიის მონაცემებით, შეტაკების შედეგად ავღანეთის მარავალეროვნული კონტინგენტისთვის განკუთვნილი საწვავით სავსე 27 ავტოცისტერნა დაიწვა.

ყველა ახალი ამბავი
0