ნატოს და რუსეთის დიალოგის რეჟიმი საქართველოს უსაფრთხოების გარანტია გახდება - თარგამაძე

გამოწერა
გიორგი თარგამაძემ პარლამენტის დეპუტატების ნატოს გენერალურ მდივანთან რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრის ძირითადი ნაწილი ქართულ-რუსული ურთიერთობების საკითხს ეძღვნებოდა.

თბილისი, 1 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრის ძირითადი ნაწილი ქართულ-რუსული ურთიერთობების საკითხს ეძღვნებოდა.

”რასმუსენმა განმარტა, რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნატოსა და რუსეთს შორის დიალოგი და აღნიშნა, რომ ურთიერთობების მოგვარება საქართველოს ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. პირიქით, მისი აზრით, და მე მას ვეთანხმები, დიალოგის რეჟიმი საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს და იმ პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას გაზრდის, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს”, - განაცხადა თარგამაძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საკონსტიტუციო რეფორმებს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების და დემოკრატიული რეფორმების საკითხებს.

”რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატოში ამ პროცესებს ინტერესით აკვირდებიან და ალიანსის წევრებისთვის საქართველოში დემოკრატიული გარდაქმნებისთვის პირობების შექმნა მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა თარგამაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0