01:48 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
парламент

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ახალი კონსტიტუციის პროექტს პარლამენტში მხარი დაუჭირეს

фото - Александр Имедашвили, NEWSGEORGIA
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

პარასკევს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციებმა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად ხმა მისცეს ახალი კონსტიტუციის პროექტს, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს (123 ხმა - მომხრე, 4 - წინააღმდეგი).

 

თბილისი, 24 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. პარასკევს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციებმა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად ხმა მისცეს ახალი კონსტიტუციის პროექტს, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს (123 ხმა - მომხრე, 4 - წინააღმდეგი), იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” საპარლამენტო კორესპონდენტი.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირობით მიიღეს - მათ აღნიშნეს, რომ ეს იმის იმედით გააკეთეს, რომ მთავრობა საკუთარ დაპირებას შეასრულებს და ახალ პროექტში ოპოზიციის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

დასკვნით გამოსვლაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობა ოპოზიციის მოთხოვნების კონსტიტუციის ახალი პროექტის მეორე მოსმენამდე განხილვისთვის მზადაა და დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა შეთანხმებამდე მისვლის თაობაზე. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კონსულტაციების პროცესში ოპოზიციის ჩართვისთვის მზადყოფნა გამოხატა.

”ამ კონსულტაციებში შევეცდებით, ოპოზიციის და მთავრობის ხედვები დავაახლოვოთ. ეს მოდელი დემოკრატიული საქართველოს სტაბილური განვითარების გარანტი იქნება”, - აღნიშნა ბაქრაძემ.

ამავე დროს, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია ”ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სხდომაზე განაცხადა, რომ მას მთავრობის დაპირებების არ სჯერა და თუ ოპოზიციის მოთხოვნები რეალურად იქნება გათვალისწინებული, მაშინ თავის მიერ ახალი კონსტიტუციის პროექტი მეორე მოსმენითაც მხარდაჭერილი იქნება.

ოპოზიციური ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მთავრობა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ ”ახალი კონსტიტუციის პროექტი სააკაშვილისთვისაა შექმნილი”.

”თუ ეს ასე არ არის, დაუჭირეთ მხარი ლეიბორისტებს და შეიტანეთ ახალ კონსტიტუციაში აკრძალვა პრეზიდენტისათვის, რომ მან ვადის ამოწურვის შემდეგ ვერ შეძლოს, დაინიშნოს მაღალ თანამდებობაზე”, - განაცხადა თარგამაძემ. 

თარგამაძის ბრალდებებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა უპასუხა. მან ასეთი წინასწარმეტყველებისთვის თარგამაძეს მადლობა გადაუხადა.

”ახალი პროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება, რომელიც არჩევნებს მოიგებს. მადლობას გიხდით ჩვენი გამარჯვების წინასწარმეტყველებისთვის”, - აღნიშნა წერეთელმა.

პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები, თავის მხრივ, კონსტიტუციის ახალ პროექტს ”ისტორიულ დოკუმენტს” უწოდებენ.

”ეს ნამდვილად ევროპული მოდელია და ამით საერთაშორისო თანამეგობრობას სერიოზულ მესიჯს ვუგზავნით”, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

მთავარი თემები