ოპოზიციამ სახალხო კრების პირდაპირ ეთერში გაშუქება მოითხოვა

© Александр ИмедашвилиТбилиси
Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
”წარმომადგენლობითი სახალხო კრების” საინიციტივო ჯგუფი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სხდომის გაშუქებას მოითხოვს.

თბილისი, 24 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ”წარმომადგენლობითი სახალხო კრების” საინიციტივო ჯგუფი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სხდომის გაშუქებას მოითხოვს, რომლის ჩატარებაც 29 სექტემბერს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იგეგმება.

ეს მოთხოვნა პარასკევს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან გიორგი ჭანტურიასთან შეხვედრაზე იქნა წამოყენებული, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს კრების პრეს-სამსახურში.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ჭანტურიამ ღონისძიების ობიექტურად გაშუქების გარანტია მისცა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მთელი სხდომის პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს.

”წარმომადგენლობითი სახალხო კრება” ამ გაზაფხულზე საზოგადოების და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა დააარსეს. გაერთიანება ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

სხდომის ჩატარების მომზადებაში სხვა პოლიტიკურ ძალებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურობს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ყველა ახალი ამბავი
0