ქართველი პოლიტიკოსები ნატოს გენერალური მდივნის მომავალ ვიზიტს აფასებენ

© фото - Александр Имедашвили, NEWSGEORGIAпарламент
парламент - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მომავალი ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება არა მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობა, არამედ პოლიტიკური საკითხებიც.

თბილისი, 24 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მომავალი ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება არა მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობა, არამედ პოლიტიკური საკითხებიც. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარასკევს განუცხადა ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ. 

”ეს ვიზიტი აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება და გენერალური მდივანი რასმუსენი ბევრი საკითხით დაინტერესდა არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკის სფეროშიც”, - აღნიშნა თარგამაძემ.

”ნატო მხოლოდ სამხედრო კოალიცია არ არის, არამედ პოლიტიკური გაერთიანებაცაა”, - განაცხადა მან.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ”ეს ვიზიტი ნატოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის დადასტურებაა”. ”რუსეთი ყველა საერთაშორისო სამართალს და შეთანხმებას არღვევს. ნატო ამასთან შეგუებას არ აპირებს”, - დასძინა მან.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი (Anders Fogh Rasmussen)  მომავალ კვირაში საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ მან ნიუ–იორკში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

თბილისში რასმუსენი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, განიხილავს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს, კონფლიქტების პრობლემებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

„ნატოს პოზიცია უცვლელი რჩება – ალიანსი ყოველთვის მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს ტერიტოიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეს პოზიცია არ იცვლება. ალიანსისთვის მიუღებელია ოკუპაციის გაგრძელება. გუშინდელ ნატო–რუსეთის კომისიის სხდომაზე გაკეთდა ნათელი მესიჯი რუსული მხარის მისამართით, რომ მან პატივი უნდა სცეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს“, – განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ქართველ ჟურნალისტებს.


ყველა ახალი ამბავი
0