შვედეთის ელჩმა საქართველოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტროს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

გამოწერა
სექტემბერს შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში დიანა იანსემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნინო კალანდაძეს.

თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. სექტემბერს შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში დიანა იანსემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნინო კალანდაძეს, აცნობეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

”ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს საქართველო-შვედეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები”, - აღნიშნეს სამინისტროს პრეს-სამსახურში. 

”მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს შვედეთის მიერ საქართველოსათვის გაწეული მხარდაჭერისათვის და უსურვა წარმატებები სამომავლო საქმიანობაში. თავის მხრივ, ქალბატონმა ელჩმა მზადყოფნა გამოხატა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და ასევე, ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში”, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0