16:07 21 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
парламент

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ”ეროვნული ფორუმი” საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის წინადადებით გამოდიან

фото - Александр Имедашвили, NEWSGEORGIA
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ და ”ეროვნულმა ფორუმმა” საქართველოს პარლამენტს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივასთან დაკავშირებით ას ოცდაათი ათასი ხელმოწერა წარუდგინეს.

თბილისი, 22 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ და ”ეროვნულმა ფორუმმა” საქართველოს პარლამენტს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივასთან დაკავშირებით ას ოცდაათი ათასი ხელმოწერა წარუდგინეს, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” საპარლამენტო კორესპონდენტი. 

”ეროვნული ფორუმის” მდივნის ირაკლი მელაშვილის განცხადებით, რვა პოლიტიკურმა პარტიამ ოთხჯერ მეტი ხელმოწერის შეგროვება შეძლო, ვიდრე ეს პარლამენტში კანონმდებლობაში ცვლილებების შეთანის ინიციატივისთვის არის საჭირო.

”ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევცვალოთ საარჩევნო კოდექსი და მასში მნიშვნელოვანი ფუნქციები შევიდეს. ამომრჩეველმა მხოლოდ ერთხელ უნდა მისცეს ხმა და არა რამდენჯერმე, როგორც ეს რეალურად ხდება”, - განაცხადა მელაშვილმა.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრმა ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი პროცესი იწყება.

”ვნახოთ, რამდენად სურს ჩვენი ქვეყნის მთავრობას საარჩევნო ვითარების შეცვლა. ეს ისეთი საკითხია, რის გარშემოც მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და თუ ჩვენ ამას შევძლებთ, შემდეგ არჩევნებზე ”ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება გარანტირებულია”, - ირწმუნება გრიგოლია.

ორი ოპოზიციური პარტიის ინიციატივით საარჩევნო კოდექსში რიგი ცვლილებების შეტანის საკითხია წამოჭრილი, მაგრამ მთავარი მოთხოვნაა ბიომეტრიული პასპორტით ხმის მიცემა.

ცვლილებების ინიციატივა პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატებმა შეიტანეს.

მთავარი თემები