00:53 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
Тбилиси, улицы, люди

ოპოზიცია თბილისში სახალხო კრების ჩატარებისთვის ემზადება

NEWSGEORGIA, Александр Имедашвили
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

”წარმომადგენლობითი სახალხო კრება გაფართოებული სხდომისთვის აქტიურ მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც 29 სექტემბერს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.

 

თბილისი, 22 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ”წარმომადგენლობითი სახალხო კრება გაფართოებული სხდომისთვის აქტიურ მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც 29 სექტემბერს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება, - განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ”დიდი სახალხო კრების” პრეს-სამსახურში.

”სხდომის მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას მიიღებენ იმ პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთათვისაც მისაღებია ”ქართული იდეა”, მათ შორის საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები”, - განაცხადეს პრეს-სამსახურში და აღნიშნეს, რომ ”კრების მთავარი ამოცანა იმაშია, რომ გაკეთდეს სწორი და რეალური ანალიზი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით”.

გაფართოებულ სხდომაზე გახმოვანდება დიდი სახალხო კრების ჩატარების თარიღი.

”წარმომადგენლობითი სახალხო კრება” ამ გაზაფხულზე საზოგადოების და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა დააარსეს. გაერთიანება ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

სხდომის ჩატარების მომზადებაში სხვა პოლიტიკურ ძალებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურობს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ბურჯანაძის თქმით, ”კრებაზე საზოგადოებამ ერთ კონკრეტულ კითხვას უნდა უპასუხოს - სურს თუ არა მოითმინოს ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებები, თუ აპირებს ბრძოლის დაწყებას იმისთვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს”.

ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ გაფართოებულ სხდომას დაახლოებით ორი ათასი ადამიანი დაესწრება, ხოლო დიდი სახალხო კრება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან 20-25 ათას წარმომადგენელს მოუყრის თავს.


 

მთავარი თემები