რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ფართო აღიარებას ვერ მიაღწევს - მაჭავარიანი

გამოწერა
რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ფართო აღიარებას ვერ მიაღწევს, განუცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ორშაბათს.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ფართო აღიარებას ვერ მიაღწევს, განუცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ორშაბათს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის სერგეი მირონოვის გამონათქვამის კომენტარისას, რომელიც ორშაბათს ცხინვალში იმყოფება და ეგრეთ წოდებული ”რესპუბლიკის დღის” ზეიმში იღებს მონაწილეობას.

”მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მრავალი ქვეყნის მოსყიდვას და დაშანტაჟებას ცდილობდა, რომ მათ ეღიარებინათ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ახლა ყველა ქვეყანამ იცის, რომ ეს ფარსია”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

”რუსეთმა მოახერხა მხოლოდ ეყიდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა, რომ მათ ეღიარებინათ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმები. მაგრამ თუ თქვენ ამ ქვეყნების და რუსეთის გარდა, სხვა ქვეყანას ჰკითხავთ, რა არის ეს, ყველა გიპასუხებთ, რომ ეს ოკუპაციაა და ეს მკაფიოდ და გასაგებად თქვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და დასავლეთევროპული ქვეყნების და ევროკავშირის პარლამენტებმა, რომლებმაც მკაფიოდ შეაფასეს, რომ არანაირი დამოუკიდებლობის შესახებ საუბარი არ შეიძლება იყოს”, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

”მე მესმის მირონოვის - რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგანაც იმ დროს, როცა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ახლა მძიმეა გააცნობიერო, რომ მათ დიდი შეცდომა დაუშვეს”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ორშაბათს მირონოვი ცხინვალში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა ”რესპუბლიკის დაარსებიდან 20 წლისთავის” აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პერსპექტივებზე საუბრისას მირონოვმა განაცხადა, რომ ეს პროცესი ”შეუქცევადია” და დროთა განმავლობაში ეს რესპუბლიკები გაეროს სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.

 ”სინამდვილეში, ეს პროცესი არც უნდა დავაჩქაროთ, რომელიღაცა სახელმწიფო ჯერჯერობით ამ საკითხში ”უფროს ამხანაგებს” უყურებს, რომელიღაცა - დამატებით არგუმენტებს ეძებს”, - მიიჩნევს ის.


ყველა ახალი ამბავი
0