”ახალი მემარჯვენეები” პარტიული ყრილობისთვის ემზადებიან

© Александр Имедашвилинабережная Куры, Тбилиси
набережная Куры, Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია ”ახალი მემარჯვენეების” (ლიდერი დავით გამყრელიძე) მთავარი კომიტეტი პარტიული ყრილობისთვის აქტიურ მოსამზადებელ სამუშაოს აწარმოებს.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. პარტია ”ახალი მემარჯვენეების” (ლიდერი დავით გამყრელიძე) მთავარი კომიტეტი პარტიული ყრილობისთვის აქტიურ მოსამზადებელ სამუშაოს აწარმოებს, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პარტიის წარმომადგენელმა მანანა ნაჭყებიამ.

”პარტიული ყრილობისთვის მოსამზადებელი სამუშაო უკვე დავიწყეთ, რომელიც რეგულარულად ტარდება. ყრილობის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ პარტიის მთავარი კომიტეტი ამაზე აქტიურად მუშაობს და სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებში”, - აღნიშნა ნაჭყებიამ.

მისი თქმით, მთავარი საბჭოს მთავარი მიზანი პარტიის შემდგომი ტაქტიკის და სტრატეგიის შემუშავებაა.

როგორც ნაჭყებიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე პარტია რომელიმე პარტიულ ბლოკში ან ალიანსში გაერთიანებას არ გეგმავს.

”ამ ეტაპზე დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ და ბლოკში ან სხვადასხვა პარტიების ალიანსში შესვლას არ ვგეგმავთ. ჩვენთვის მთავარია, ამომრჩეველთა შორის პარტიის ავტორიტეტი ავამაღლოთ. მაგრამ გამორიცხული არაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რომელიმე ძალასთან ბლოკში ან ალიანსში გავერთიანდეთ”, - აღნიშნა ნაჭყებიამ.

მისი თქმით, 2011 წლის ზაფხულში პარტიას ათი წელი უსრულდება და მთავარი კომიტეტი, იუბილესთან დაკავშირებით, პოლიტიკური ორგანიზაციის პოლიტიკაში გზის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0