საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში არჩევნების ჩატარებას მიესალმება - კალანდაძე

გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიესალმება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

 

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიესალმება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

”თავისთავად, უნდა მივესალმოთ იმ ფაქტს, რომ ”თალიბანის” რეჟიმის დამხობის შემდეგ ავღანეთში ასეთი არჩევნები ჩატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არჩევნები მსხვერპლის გარეშე არ დასრულებულა”, - განაცხადა კალანდაძემ და არჩევნების მსვლელობის დროს დაღუპულთა ოჯახების მიმართ სამძიმარი გამოთქვა.

”საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ავღანეთისთვის საერთაშორისო თანამეგობრობაში სრულუფლებიანი წევრობის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია”, - განაცხადა კალანდაძემ.

ავღანეთში 18 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა პოტენციური ამომრჩევლის მესამედმა მიიღო -წინასწარი მონაცემებით, 3,6 მილიონმა ადამიანმა.

არჩევნების დღეს ავღანეთში მოხდა სარაკეტო სროლები, აფეთქებები და ინციდენტები სროლებით. დაიღუპა ათი და დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0