08:45 24 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

”ეროვნულმა ფორუმმა” საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად 80 ათასი ხელმოწერა შეაგროვა

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

”ეროვნულმა ფორუმმა” საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მხარდასაჭერად 80 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ცვლილებები კენჭისყრაში მონაწილეობას ბიომეტრული მონაცემების შემოწმების საფუძველზე ითვალისწინებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი მელაშვილმა ქალაქ გორში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

Избирательный кодекс, выборы

თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ”ეროვნულმა ფორუმმა” საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მხარდასაჭერად 80 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ცვლილებები კენჭისყრაში მონაწილეობას ბიომეტრული მონაცემების შემოწმების საფუძველზე ითვალისწინებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი მელაშვილმა ქალაქ გორში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ინიციატივისთვის აუცილებელია 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება, ”ფორუმმა” სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ბევრად მეტის შეგროვება შეძლო”, - აღნიშნა მელაშვილმა.

”საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების შეტანას არა მარტო ერთი პარტია, არამედ ქვეყნის საზოგადოების უმეტესი ნაწილი მოითხოვს და ჩვენი მიზანია, რომ ეს დაინახოს საქართელოს ხელისუფლებამაც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც”, - აღნიშმნა მელაშვილმა.

მისი თქმით, ”ეროვნული ფორუმი” იბრძოლებს, რომ საარჩევნო კოდექსი რეალურად შეიცვალოს და საზოგადოებამ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეძლოს”.

როგორც მელაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური პარტიების ინიციატივა საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს.

”ჩვენ, პრაქტიკულად, დავასრულეთ მუშაობა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებულ წინადადებებზე და იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები ერთი კვირის განმავლობაში ერთიანი პოზიციის წარდგენას შეძლებენ როგორც საქართველოს საზოგადოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის”, - აღნიშნა მელაშვილმა.

საკუთარი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვისთვის, საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარტიამ 30 ათასი ხელმოწერა უნდა წარადგინოს. იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელი ხელმოწერები უკვე შეგროვებულია, ეროვნული ფორუმი ვარაუდობს, რომ კანონპროექტი პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე შევა.

მთავარი თემები