16:08 21 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის უფლება - გეიტსი

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის უფლება, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში, რომელიც საქართველოში იარაღის მიწოდების საკითხს ეხებოდა, იუწყებიან ოთხშაბათს ქართული ტელევიზიები.

 

Грузия США

თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის უფლება, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში, რომელიც საქართველოში იარაღის მიწოდების საკითხს ეხებოდა, იუწყებიან ოთხშაბათს ქართული ტელევიზიები.

”აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული სამხედრო დახმარება მეტწილად განპირობებულია ამ ქვეყნის მონაწილეობით ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში”, - გეიტსის სიტყვების ციტირებას ტელეკომპანია ”რუსთავი-2” ახდენს.

გეიტსის თქმით, ის სამხედრო წვრთნები, რომლებიც საქართველოში აშშ-ის დაფინანსებით ტარდება, ხორციელდება, რადგანაც ”ქართველებს თავად სურთ ავღანეთში ჩვენს ოპერაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა”,- განაცხადა მან.

მთავარი თემები