22:18 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში მყარი არგუმენტების აქვს - იუსტიციის სამინისტრო

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
401

ქართულ მხარეს მყარი სამხილები აქვს, რაც ეთნიკური წმენდის და ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის თაობაზე რუსეთის პასუხისმგებლობას ამტკიცებს, განაცხადა ორშაბათს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა, რომელიც ჰააგაში იმყოფება, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

 

Международный Гаагский суд

თბილისი, 13 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ქართულ მხარეს მყარი სამხილები აქვს, რაც ეთნიკური წმენდის და ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის თაობაზე რუსეთის პასუხისმგებლობას ამტკიცებს, განაცხადა ორშაბათს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა, რომელიც ჰააგაში იმყოფება, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. თბილისი მოსკოვს ადანაშაულებს 1965 წლის რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარვევაში და მის პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვს. საქართველო ამტკიცებს, რომ 1990 წლიდან მოყოლებული, რუსეთი უშუალოდ, ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობების მხარდაჭერით, ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციას ახორციელებს. სასამართლოზე საქართველოს წარმოადგენს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. საქართველოს ინტერესებს ოთხი ადვოკატი იცავს - ჯეიმს კროუფორდი, ფილიპ სანდსი, პოლ რაიხლერი და პაია ახვანი.

”საქმესთან დაკავშირებით ჩვენ კარგი, მყარი სამხილები გვაქვს, რომლებიც ამტკიცებს რუსეთის პასუხისმგებლობას ეთნიკური წმენდის განხორციელებასა და ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციაში, დევნილების დაბრუნების წინაღობაში”, - აღნიშნა ბურჯალიანმა.

მისი თქმით, ორშაბათს, მოსმენების პირველ დღეს სასამართლოს წინაშე რუსული მხარე გამოვა და თუ რაიმე ახალი სამხილები იქნება წარმოდგენილი, უკვე სამშაბათს მათზე საქართველო გასცემს პასუხს.

მოსმენების განრიგი ორ რაუნდს ითვალისწინებს: რუსეთის წარმომადგენლები სასამართლოში გამოდიან 13 და 15 სექტემბერს, საქართველოსი - 14 და 17 სექტემბერს.

მთავარი თემები