საქართველოს ტერორისტული თავდასხმა არ ემუქრება - შსს

გამოწერა
საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საშიშროების მიზეზი არ არის, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა პარასკევს ინტერპოლის მიერ გავრცელებული გაფრთხილების გამო ტერორისტული შეტევების საფრთხის შესახებ.

 

МВД

თბილისი, 10 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საშიშროების მიზეზი არ არის, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა პარასკევს ინტერპოლის მიერ გავრცელებული გაფრთხილების გამო ტერორისტული შეტევების საფრთხის შესახებ.

ინტერპოლი ორგანიზაციის 188 წევრ ქვეყანას აფრთხილებს, რომ მუსულმანების წმინდა წიგნის - ყურანის დაწვის შემთხვევაში, რისი მოწოდებითაც ამერიკელი მღვდელი გამოვიდა, ტერორისტული თავდასხმები იქნება მოსალოდნელი.

”საქართველომ გაფრთხილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ის ინტერპოლის წევრია. ჩვენს შემთხვევაში შეშფოთების მიზეზი არ გვაქვს”, - აღნიშნა უტიაშვილმა.

11 სექტემბერს ყურანის დაწვის აქციის წინადადებით მრევლს ტერი ჯონსმა - ფლორიდის პატარა ევანგელისტური ეკლესიის პასტორმა მიმართა. მისი თქმით, ეს ღონისძიება ყოველწლიური უნდა გახდეს და მას ”ყურანის დაწვის საერთაშორისო დღე” უნდა ეწოდოს.

”მინისტრი (პაკისტანის შინაგან საქმეთ) რახმან მალიკი პირადად დაუკავშირდა ინტერპოლის გენერალურ მდივანს რონალდ ნოუბლს, რათა ეთხოვა დახმარება სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილებაში იმის თაობაზე, რომ, წმინდა წიგნის დაწვასთან დაკავშირებული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, ტერორისტული საფრთხის დონე გაიზრდება”, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ნოუბლმა უპასუხა, რომ არ ფლობს მონაცემებს, ”რა ფორმა შეიძლება მიიღოს ტერორისტულმა შეტევებმა”, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”ნათელია, რომ თუ ყურანის დაწვა მართლა მოხდება, ამას ტრაგიკული შედეგები ექნება, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების დაღუპვამდე შეიძლება მიგვიყვანოს”, - განაცხადა ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა, რომლის სიტყვებიც კომუნიკეშია მოყვანილი.

ინტერპოლმა გაფრთხილება პაკისტანის ხელისუფლების და საკუთარი სახელით ორგანიზაციის ეროვნულ ბიუროში გააგზავნა და მოითხოვა ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესაძლო საფრთხის შესახებ.

ინტერპოლის თანამშრომლები ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, რომელიც ლიონში მდებარეობს, გაძლიერებული მზადყოფნის მდგომარეობაში იქნებიან და სასწრაფო წესით დაამუშავებენ ”ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ყურანის დაწვის გამო შესაძლო დანაშაულთან იქნება დაკავშირებული”.

ყველა ახალი ამბავი
0