საქართველო ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის დაჩქარების შესახებ საკითხს აყენებს - ბარამიძე

გამოწერა
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობა და საფრთხეები, რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე დგას, ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის სიტყვით გამოსვლის მთავარი თემა იყო ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის საკითხებზე სესიაზე, რომელიც პოლონეთში საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურში.

 

Гиоргий Барамидзе

თბილისი, 10 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობა და საფრთხეები, რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე დგას, ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის სიტყვით გამოსვლის მთავარი თემა იყო ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის საკითხებზე სესიაზე, რომელიც პოლონეთში საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურში.

კრინიცაში XX საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა სესია თემაზე ”ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია: აღმოსავლეთ განზომილება”, სადაც სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა რუსულ-ქართული კონფლიქტის შესახებ, ასევე კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ.

”სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, რაც საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ  აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისათვის, არამედ,  მთელი ევროატლანტიკური სივრცისათვის. მან ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, დეოკუპაციისა და   დევნილების ღირსეული და უპირობო დაბრუნების აუცილებლობას. გიორგი ბარამიძემ სესიაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ეთნიკური წმენდის ფაქტის აღიარების მნიშვნელობაზე”, - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

”ვიცე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმების კვალობაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობაზე და ამასთანავე აღნიშნა, რომ   ნატომ  მის ახალ კონცეფციაში ადეკვატურად გაითვალისწინოს საქართველოს წინაშე მდგარი არსებული საფრთხე,  უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით და ხელი შეუწყოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

კრინიცაში XX  საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმში პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ხოსე მანუელ ბაროსო, ევროპარლამენტის პრეზიდენტი იერჟი ბუსეკი, სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსები, პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების მენეჯერები და დამოუკიდებელი ექსპერტები  იღებენ  მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0