კლინტონის განცხადებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - საქართველოს ელჩი აშშ-ში

გამოწერა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბათუ ქუთელია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. კლინტონი ოთხშაბათს ვაშინგტონის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ”აშშ საქართველოს ოკუპაციის შესახებ საკითხის დაყენებას გააგრძელებს”.

 

Бату Кутелия

თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბათუ ქუთელია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. კლინტონი ოთხშაბათს ვაშინგტონის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ”აშშ საქართველოს ოკუპაციის შესახებ საკითხის დაყენებას გააგრძელებს”.

”ეს საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური სიგნალი იყო, და არა მხოლოდ საქართველოს პრობლემების შესახებ. და მე ვსაუბრობ არა მარტო კონკრეტულ ფრაზაზე, არამედ საერთოდ, მის გამოსვლაზე”, - განაცხადა ქუთელიამ ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტთან საუბარში.

”აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დამცველად რჩება”, - განაცხადა ელჩმა.

აშშ-ში საქართველოს ელჩი თბილისში იმყოფება და უცხოეთში აკრედიტირებული ქართული დიპლომატიური მისიების შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში 7-9 სექტემბერს ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0