16:05 21 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

სააკაშვილმა წეროვანში, დევნილთა დასახლებაში მშენებარე ქარხანა მოინახულა

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
101

ხუთშაბათს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წეროვანში, დევნილთა განსახლების ადგილას იმყოფებოდა და იქ მშენებარე საყოფაცხოვრებო პროდუქციის ქარხანა მოინახულა. ქარხანაში 150 იძულებით გადაადგილებული პირი დასაქმდება.

 

Михаил Саакашвили

თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ხუთშაბათს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წეროვანში, დევნილთა განსახლების ადგილას იმყოფებოდა და იქ მშენებარე საყოფაცხოვრებო პროდუქციის ქარხანა მოინახულა. ქარხანაში 150 იძულებით გადაადგილებული პირი დასაქმდება.

”რუსული საოკუპაციო ჯარი, რომელიც მშენებარე ქარხნიდან რამდენიმე კილომეტრშია, ხედავს, როგორ ვითარდება საქართველო. ისინი ხვდებიან, რომ საკუთარი ქმედებებით ვერაფერი მოიგეს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

”ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მარტო იმიტომ, რომ დევნილები დასაქმდებიან, არამედ იმიტომაც, რომ ის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიმბოლოა იმისა, რაც ამ ზონის სხვადასხვა ფლანგებზე ხდება”, - განაცხადა პრეზიდენტმა. ”ჩვენ ისეთ სახელმწიფოს ვაშენებთ, მათ სიზმარშიც რომ არ უნახავთ”, - დასძინა სააკაშვილმა.

სახელმწიფოს მეთაურის მონაცემებით, ცხინვალის რეგიონიდან უმუშევარი კიდევ 400 დევნილი რჩება. სააკაშვილმა კიდევ ერთი საწარმოს აშენების განკარგულება გასცა, რომელიც ამ დევნილებს დაასაქმებს.

ქარხნის მშენებლობა შვეიცარიული ინვესტიციებით ხორციელდება. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ეს მეცხრე ქარხანაა, რომელიც 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ შენდება და სადაც დევნილები იმუშავებენ.

მთავარი თემები