საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი მეზღვაურების გატაცების დეტალებს არკვევს - კალანდაძე

გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი სომალის ნაპირებთან ქართველი მეღვაურების გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის გარკვევას აქტიურად შეუდგა, განუცხადა ხუთშაბათს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

 

Сомали, карта

თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი სომალის ნაპირებთან ქართველი მეღვაურების გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის გარკვევას აქტიურად შეუდგა, განუცხადა ხუთშაბათს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

”სამწუხაროდ, ამის შესახებ გვიან გავიგეთ, რადგანაც იმ ტერიტორიაზე, საიდანაც გატაცება მოხდა, საქართველოს დიპლომატიური სამსახურები არ მოქმედებს, იქ არ არის არც საელჩო, არც საკონსულო”, - განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, სხვა საელჩოების დახმარებით დაზუსტებული ინფორმაცია მიიღოს.

”გვაქვს შესაძლებლობა, აქტიურად ვიმოქმედოთ. ამ წუთებში საქართველოს საკონსულო დეპარტამენტი უკვე ჩართულია გატაცების ვითარების გამორკვევაში”, - აღნიშნა მან.

ოთხშაბათს სომალის ნაპირებთან მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი MV OLIB G დააკავეს. გემის ეკიპაჟი საქართველოს 15 და თურქეთის 3 მოქალაქისგან შედგება, იუწყება ანტიპირატული ოპერაციის „ატალანტას“ (EUNAVFOR Somalia - Operation Atalanta) სარდლობის ვებ–გვერდი, რომელსაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს.

თავდასხმა ოთხშაბათს დილით, ადენის სრუტეში განხორციელდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმ მომენტში გემი დასავლეთის მიმართულებით მიდიოდა და ადენის სრუტის წყლების იმ დერეფნის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელიც რეკომენდირებულია სამოქალაქო გემების გადასაადგილებლად.

გემიდან MV OLIB G ინფორმაციის მიღების შემდეგ, რომ მათ მოტორიანი ნავი უახლოვდებათ, ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა. კავშირის აღდგენის რამდენიმე მცდელობა უშედეგო გამოდგა. მაშინ აღნიშნულ ადგილას ვერტმფრენი გაიგზავნა, რომლის ეკიპაჟმა ბორტზე ორი მეკობრე შენიშნა. 

საერთაშორისო თანამეგობრობა სერიოზულად არის შეშფოთებული სომალიში არსებული ვითარებით ბოლო ხუთი წლის მანძილზე, როდესაც ეს ქვეყანა, პრაქტიკულად გადაიქცა საზღვაო მეკობრეობის საერთაშორისო ცენტრად.

სომალის ნაპირებთან მეკობრეობასთან ბრძოლა, ძირითადად, ხორციელება 2008 წლიდან წარმოებული ევროკავშირის სამხედრო–საზღვაო მისიის „ატალანტას“ და 2009 წელს დაწყებული ნატოს ოპერაციის Ocean Shield–ის ფარგლებში. Ocean Shield–ის ოპერაციის დროს, პირველადი ამოცანის – მეკობრეობასთან ბრძოლის გარდა, ნავარაუდევია აგრეთვე დახმარების გაწევა რეგიონის ქვეყნებისთვის, მეკობრეების საწინააღმდეგო საკუთარი ზომების ამოქმედებაში.  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0