ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე ყოფნის პირობა დადო

გამოწერა
ფინეთი, როგორც ევროკავშირის აქტიური წევრი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის სადარაჯოზე ყოველთვის იდგება და ყოველთვის დაუჭერს მხარს ქართველი დევნილების მშობლიურ სახლებში დაბრუნებას, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერმა თემურ იაკობაშვილმა ოთხშაბათს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ალექსანდრ სტუბთან (Аlexsander Stubb) შეხვედრის შემდეგ, რომელიც თბილისში ერთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა.

თბილისი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ფინეთი, როგორც ევროკავშირის აქტიური წევრი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის სადარაჯოზე ყოველთვის იდგება და ყოველთვის დაუჭერს მხარს ქართველი დევნილების მშობლიურ სახლებში დაბრუნებას, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერმა თემურ იაკობაშვილმა ოთხშაბათს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ალექსანდრ სტუბთან (Аlexsander Stubb) შეხვედრის შემდეგ, რომელიც თბილისში ერთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მან სტუმარს კონფლიქტის ზონებთან მიმართებაში და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სტრატეგია და პოლიტიკა გააცნო.

”ჩვენთვის დეტალების განხილვა ძალიან იოლია, რადგანაც ალექსანდრ სტუბი ეუთოს რუსეთთან ღია ომის დროს ხელმძღვანელობდა. მისი მხრიდან გვაქვს დაპირება, რომ ფინეთი, როგორც ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური წევრი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე ყოველთვის იდგება და ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს პოზიციას მთლიანობის აღდგენის და ლტოლვილების და დევნილების დაბრუნების საკითხებში”, - აღნიშნა იაკობაშვილმა.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში რუსეთთან ომის შემდეგ არ ყოფილა და ”ქვეყანაში გაუმჯობესებული მდგომარეობის და დადებითი ატმოსფეროს ხილვა უხარია”.

”მინდოდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების ადგილები მენახა და მათი ცხოვრების პირობებს გავცნობოდი, ასევე გავცნობოდი რუსეთსა და საქართველოს შორის ჟენევის მოლაპარაკებების მსვლელობას”, - აღნიშნა სტუბმა.

ალექსანდრ სტუბი თბილისში ოთხშაბათს დილითჩამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0