22:10 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსტიტუციის შესახებ იმსჯელოს

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მზადაა, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან საქართველოს კონსტიტუციის პროექტი განიხილოს. ამის შესახებ მან სამშაბათს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომლითაც საშემოდგომო სესია გაიხსნა.

 

თბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მზადაა, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან საქართველოს კონსტიტუციის პროექტი განიხილოს. ამის შესახებ მან სამშაბათს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომლითაც საშემოდგომო სესია გაიხსნა.

მისი თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციის მზადყოფნის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვაში, შეხვედრა უკვე ამ კვირაში ჩატარდება.

”ხვალ საყოველთაო განხილვის კომისია ახალ კონსტიტუციას დიპლომატიურ კორპუსს გააცნობს და, არასაპარლამენტო ოპოზიციის მზადყოფნის შემთხვევაში, მზად ვარ, შეხვედრა ამ კვირაში დავნიშნო”, - განაცხადა ბაქრაძემ.

ამის შემდეგ გაიმართება კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვის კომისიის შემაჯამებელი სხდომა, რომელზეც შენიშვნებზე და რეკომენდაციებზე იმსჯელებენ და გამოაცხადებენ, როდის შევა პარლამენტში ეს პროექტი.

მთავარი თემები