22:11 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

საქართველო, რუსეთისგან განსხვავებით, დიალოგისთვის მზადაა - ვაშაძე

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

საქართველო ყოველგვარი წინაპირობების გარეშე რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა, მაგრამ მოსკოვს ჩვენთან საუბარი არ სურს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ თავის ესტონელ კოლეგასთან ურმას პაეტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას.

 

თბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველო ყოველგვარი წინაპირობების გარეშე რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა, მაგრამ მოსკოვს ჩვენთან საუბარი არ სურს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ თავის ესტონელ კოლეგასთან ურმას პაეტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას.

”საქართველო მზადაა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ესაუბროს რუსეთს, მაგრამ მას (რუსეთს) ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის წარმოება არ სურს”, - განაცხადა მინისტრმა.

ვაშაძის თქმით, ”ის, რომ საქართველოს და რუსეთს დღეს დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ, არჩევნის შედეგია, რომელიც რუსეთმა გააკეთა”.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ”დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გარდა, მინიმუმამდეა დაყვანილი ორ ქვეყანას შორის ადამიანური და კულტურული ურთიერთობები”.

ვაშაძემ ასევე კონფლიქტის ზონაში არსებულ რთული ვითარებაზე მიუთითა.

”რუსეთი იქ არის და ჩვენს ტერიტორიებს პროვოკაციებისთვის იყენებს. მაგრამ ამით მან საქართველოს შეფერხება ვერ შეძლო”, - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, მან რწმენა გამოთქვა, რომ ”რუსეთს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების დალაგება მოუწევს, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებთან”.

მთავარი თემები