ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას, რომელიც საქართველოში ორშაბათს ჩამოვიდა, დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმები და კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარება გააცნო, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პარლამენტის პრეს-ცენტრში.

თბილისი, 6 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას, რომელიც საქართველოში ორშაბათს ჩამოვიდა, დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმები და კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარება გააცნო, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პარლამენტის პრეს-ცენტრში.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადი თემა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, როგორც  ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხი იყო.

”მე ვთხოვე სტუმრებს, რომ მათ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებაზე აქტიურად იმუშაონ, ეს საკითხი ჩემი აშშ-ში ვიზიტის დროსაც იქნება განხილული”, - განაცხადა ბაქრაძემ.

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონგრესმენები გაეცნენ საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტს.

აშშ-ის კონგრესის დელეგაციას დემოკრატების წარმომადგენელი ჯიმ მარშალი (Jim Marshall) ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან დემოკრატი კონგრესმენები ჯეინ ჰარმანი (Jane Harman) და პიტერ ველჩი (Peter Welc), ასევე კონგრესმენები რესპუბლიკური პარტიიდან - ჩარლზ დენტი (Charles Dent) და სინტია ლუმისი (Cynthia Lummis).

 

14 სექტემბერს დავით ბაქრაძე ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის ფორუმზე Community of Democracies ერთ-ერთ მთავარ მომხსენებლად გამოვა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეები.

ყველა ახალი ამბავი
0