08:21 01 მაისი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

თბილისს გაეროში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის დამტკიცების იმედი აქვს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

ოფიციალურ თბილისს საქართველოსთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციაზე კენჭისყრის შედეგების გაუმჯობესების იმედი აქვს, რომელიც 7 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განიხილება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს ბრიფინგზე.

 

თბილისი, 6 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ოფიციალურ თბილისს საქართველოსთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციაზე კენჭისყრის შედეგების გაუმჯობესების იმედი აქვს, რომელიც 7 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განიხილება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს ბრიფინგზე.

7 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეა კენჭისყრაზე დააყენებს რეზოლუციას ”აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ”. მსგავსი რეზოლუცია საქართველომ წარადგინა 2008 და 2009 წელსაც.

კალანდაძის თქმით, 2009 წელს რეზოლუციას მხარი გაეროს 48 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ხოლო 19 წინააღმდეგი იყო.

”ამის შემდეგ ქართული მხარე მსოფლიო თანამეგობრობასთან და გაეროს წევრ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობდა და, რუსეთის მხრიდან დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რომ რეზოლუციას წარმატება არ ჰქონოდა, ჩვენ რეალურად ვფიქრობთ, რომ კენჭისყრის შედეგები გაუმჯობესდება”, - აღნიშნა კალანდაძემ.

მისი თქმით, რეზოლუციას უფრო ჰუმანიტარული ხასიათი აქვს, ვიდრე პოლიტიკური.

მთავარი თემები