00:53 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

სახალხო დამცველი მომიტინგეებისა და მანიფესტანტების უფლებებს სასამართლოს გზით იცავს

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, სადაც რიგი მოქმედი კანონების - ”შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების შესახებ”, ”ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” და ”ადმინისტყრაციულ კანონდარღვევათა კოდექსის შესახებ” კანონიერებას ასაჩივრებს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სახალხო დამცველის პრეს-სამსახურში.

 

თბილისი, 6 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, სადაც რიგი მოქმედი კანონების - ”შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების შესახებ”, ”ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” და ”ადმინისტყრაციულ კანონდარღვევათა კოდექსის შესახებ” კანონიერებას ასაჩივრებს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სახალხო დამცველის პრეს-სამსახურში.

”კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა მიჩნეული „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და ”საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობას უკრძალავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სპეციალური უფლებამოსილების მქონე მოსამსახურეებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სადავოდაა მიჩნეული ის ნორმებიც, რომლებიც გამორიცხავს ერთი პირის, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებას; კრძალავს კანონით განსაზღვრული დაწესებულებების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას; ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილზე შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას და გზის გადაკეტვის შესაძლებლობას უკავშირებს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობას; აწესებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში 5 დღით ადრე შეტყობინების შეტანის ვალდებულებას და ამ გზით გამორიცხავს სპონტანური ხასიათის შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შესაძლებლობას.

კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები, რომლებიც წარწერებისა და ნახატების გაკეთებას კრძალავს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ხოლო შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ანდა მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.

”სახალხო დამცველის აზრით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით აღიარებულ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას და კონსტიტუციის  24-ე მუხლით აღიარებულ გამოხატვის თავისუფლებას, ისევე როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განმტკიცებულ ანალოგიური შინაარსის მქონე უფლებებსა და თავისუფლებებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

მთავარი თემები