01:00 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

ირაკლი ალასანია საკუთარი პარტიის სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია საკუთარი პოლიტიკური პარტიის სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პარტიის პრეს-სამსახურში ორშაბათს.

თბილისი, 6 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია საკუთარი პოლიტიკური პარტიის სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პარტიის პრეს-სამსახურში ორშაბათს.

”პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალ დემოკრატებში” გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. მომავლის კონკრეტული გეგმების შესახებ პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია ამ კვირაში მასმედიასთან შეხვედრაზე განაცხადებს”, - განაცხადეს პარტიის პრეს-სამსახურში.

ამასთან, პრეს-სამსახურში აღნიშნეს, რომ საქართველოს რეგიონებში უკვე დაიწყო პარტიის ადგილობრივი რეგიონული ოფისების გახსნის პროცესი.

მთავარი თემები