01:47 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წყალდიდობასთან დაკავშირებით გვატემალას სამძიმარი გამოუცხადა

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

ორშაბათს საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წყალდიდობასთან დაკავშირებით გვატემალას სამძიმარი გამოუცხადა, აღნიშნულია საგარეოპოლიტიკური უწყების განცხადებაში.

თბილისი, 6 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ორშაბათს საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წყალდიდობასთან დაკავშირებით გვატემალას სამძიმარი გამოუცხადა, აღნიშნულია საგარეოპოლიტიკური უწყების განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო 36 ადამიანი დაიღუპა. გასულ უქმეებზე დაახლოებით 40 მეწყერი დაფიქსირდა. ნაპირებიდან ათობით მდინარე გადმოვიდა, დანგრეულია ხიდები და გზები. ევაკუირებულია დაახლოებით 10 ათასი მცხოვრები. ეროვნულ ეკონომიკას ნახევარ მილიარდად შეფასებული ზარალი მიადგა. სამხრეთამერიკული ტელეარხების ინფორმაციით, გვატემალის პრეზიდენტმა ალვარო კოლომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2010 წლის 4-5 სექტემბერს გვატემალაში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი მეწყერის გამო, რის შედეგადაც 36 ადამიანი დაიღუპა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თანაგრძნობას დაღუპულთა ოჯახების მიმართ.

მთავარი თემები