საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია

გამოწერა
ორშაბათს საქართველოში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაცია ჩამოვიდა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს აშშ-ის საელჩოს პრეს-სამსახურში პარასკევს.

 

თბილისი, 6 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ორშაბათს საქართველოში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაცია ჩამოვიდა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს აშშ-ის საელჩოს პრეს-სამსახურში პარასკევს.

აშშ-ის კონგრესის დელეგაციას დემოკრატების წარმომადგენელი ჯიმ მარშალი (Jim Marshall) ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან დემოკრატი კონგრესმენები ჯეინ ჰარმანი (Jane Harman) და პიტერ ველჩი (Peter Welc), ასევე კონგრესმენები რესპუბლიკური პარტიიდან - ჩარლზ დენტი (Charles Dent) და სინტია ლუმისი (Cynthia Lummis).

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ამერიკული დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, მთავრობის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლეთან.

”ოფიციალური შეხვედრების მსვლელობისას განხილული იქნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების საკითხები, შეერთებული შტატების მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის საკითხი, ასევე საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში (ISAF)”, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები საქართველოს სამშაბათს დატოვებენ.

ყველა ახალი ამბავი
0