ბურჯანაძე აშშ-ში აპირებს გამგზავრებას

გამოწერა
უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში გეგმავს ვიზიტს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს მოძრაობის პრეს-სამსახურში.

 

თბილისი, 6 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში გეგმავს ვიზიტს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს მოძრაობის პრეს-სამსახურში.

”აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრების გამართვას გეგმავს”, - განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

ვიზიტის ვადები ჯერ არ ხმაურდება. საორიენტაციოდ, გამგზავრება სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის დასაწყისში შედგება.

ივნისის ბოლოს ბურჯანაძე უკრაინაში იმყოფებოდა. მანამდე, 9 მაისს ბურჯანაძემ, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო მოსკოვში, ფაშიზმზე  გამარჯვების 65-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში, რის შემდეგაც ბრიუსელს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ბელგიის მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებთან, ასევე ევროპარლამენტის და ევროკომისიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან.

თავისი საზღვარგარეთული ვიზიტების კომენტარისას ბურჯანაძე აცხადებს: ”საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარით არის დაკავებული, მე კი დიდ პოლიტიკას ვაკეთებ”.

ყველა ახალი ამბავი
0