UNDP-ის პროექტი პანკისს წყალდიდობისგან დაიცავს - პრეს-სამსახური

გამოწერა
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით პანკისის ხეობაში წყალდიდობისგან დამცავი სამუშაოები ჩატარდება, აცნობეს ”ახალი ამბები - საქართველოს” UNDP-ის პრეს-სამსახრუში ხუთშაბათს.

თბილისი, 2 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით პანკისის ხეობაში წყალდიდობისგან დამცავი სამუშაოები ჩატარდება, აცნობეს ”ახალი ამბები - საქართველოს”

-ის პრეს-სამსახრუში ხუთშაბათს.

პროექტის ფარგლებში ალაზნის კალაპოტი და მთის ხეობები გაიწმინდება.

”ამა წლის სექტემბრის ბოლომდე ალაზნის რვაკილომეტრიანი მონაკვეთი და მთების ხრამები გაიწმინდება. მითითებულ სამუშაოებზე დროებით 30 ადგილობრივი მცხოვრები დაკავდება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საქართველოში UND-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯეიმი მაკგოლდრიკი (Jamie McGoldrick) 3 სექტემბერს ახმეტის რაიონში გაემგზავრება, სადაც რეგიონის გუბერნატორთან გიორგი ღვინიაშვილთან ერთად გამწმენდი სამუშაოების დაწყების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

ყველა ახალი ამბავი
0