რომი – იტალიის დედაქალაქი, ლაციოს რეგიონის დედაქალაქი. ქალაქი სიდიდით მეოთხეა მოსახლეობის მიხედვით. აქ ცხოვრობს სამ მილიონამდე ადამიანი. რომი მდებარეობს აპენინის ნახევარკუნულზე, მდინარე ტიბრის ნაპირებზე. რომის საზღვრებში არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ვატიკანი. რომის ისტორია ორნახევარ ათასწლეულზე მეტს ითვლის. რომი დასავლური ცივილიზაციის ერთ–ერთ აკვნად მიიჩნევა. რომს გლობალური ქალაქის სტატუსი გააჩნია. არის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი იტალიაში. მსოფლიოს ყველაზე სტუმრიან ადგილებს შორისაა ვატიკანის მუზეუმები, კოლიზეუმი და სხვა. ასევე ცნობილია რომი თავისი კატაკომბებით, ხიდებით შადრევნებით მუზეუმებითა და სხვა. რომი რენესანსისა დ ბაროკოს არქიტექტურის ერთ–ერთი უმთავრესი ცენტრია. რომშია განთავსებული იტალიის მთავრობა, იტალიის პრეზიდენტი, პრემიერ–მინისტრი, პარლამენტის ორივე პალატა, საკონსტიტუციო სასამართლო, სამინისტროები. რომი უმაღლესი განათლების ეროვნული და საერთაშორისო ცენტრია. 

ახალი ამბები რომის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.

 

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0