19:22 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ფოტო

სულისა და ნებისყოფის ტრიუმფი: ყინულოვანი კადრები ევერესტიდან – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
60 0 0
  • ევერესტზე, 8848 მეტრ სიმაღლეზე, პირველად შორეულ 1953 წელს ავიდნენ სერ ედმუნდ ჰილარი და თენცინგ ნორგეი

Читать далее: https://sputnik-georgia.ru/_editorial_preview_/photo/20210607/251962881/
  • ეს ჭეშმარიტად მსოფლიო მასშტაბის მოვლენა იყო
  • მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ახალი ტექნოლოგიებისა და ცოდნა-უნარების წყალობით, ევერესტზე ასვლა უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გახდა
  • მწვერვალზე უკვე ხუთი ათასზე მეტი ადამიანია ასული მთელი მსოფლიოდან. ახლა ყოველწლიურად დაახლოებით 600 კაცი ადის მასზე, თუ სეზონი წარმატებულია
  • მაგრამ ევერესტზე ასვლა იოლი საქმე არ არის - ეს საკმაოდ ძვირადღირებული და უკიდურესად რთული ამოცანაა, რომლის შესრულებაც ერთეულებს ხელეწიფებათ
  • მსოფლიოს ყველაზე მაღალი წერტილის დაპყრობამდე სერიოზული მომზადებაა საჭირო - უფრო დაბალ სიმაღლეებზე ასვლა
  • ასეთი შეიძლება იყოს ჩო-ოიოუ - 8188 მეტრი, ლჰოცზე - 8516 მ. მაკალუ - 8481, ან მანასლუ - 8156
  • გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ევერესტზე ასვლა აკრძალული იყო. წელს კი, გაზაფხულის სეზონზე, ევერესტზე ასვლის უფლება 43 გუნდს მიეცა
© AFP / Lakpa Sherpa
ევერესტზე, 8848 მეტრ სიმაღლეზე, პირველად შორეულ 1953 წელს ავიდნენ სერ ედმუნდ ჰილარი და თენცინგ ნორგეი

არის ასეთი განსაკუთრებული ფენა – ალპინისტები, უშიშარი ადამიანები, რომლებისთვისაც ყოველი ახალი დაპყრობილი მწვარვალი შეუძლებელზე გამარჯვება, სულისა და ნებისყოფის ტრიუმფია. იხილეთ ევერესტის დაპყრობის ელვარე ფოტოკადრები.

ევერესტის, მწვერვალთა მწვერვალის დაპყრობა – 8 კილომეტრისა და 848 მეტრი დაუმორჩილებელი ბუნებისა და საკუთარი შიშების გადალახვას ნიშნავს.

გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ევერესტზე ასვლა აკრძალული იყო. წელს კი, გაზაფხულის სეზონზე, ევერესტზე ასვლის უფლება 43 გუნდს მიეცა. მათ დაახლოებით 400 ნეპალელი გიდი ეხმარება. ყოველი წლის მაისში ევერესტზე კარგი ამინდის რამდენიმე „ფანჯარა“ დგება, რა დროსაც ალპინისტებს შეუძლიათ სცადონ მწვერვალზე ასვლა. 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები