20:43 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
ფოტო

ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
7710
  • ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა პანდემიის დაწყებიდან პირველად პირველი რეისი მიიღო
  • აეროპორტმა არსებობის განმავლობაში პირველად მიიღო თვითმფრინავი Airbus A321neo
  • WizzAir-ის ავიალაინერმა ქუთაისში ვარშავიდან 180 მგზავრი ჩამოიყვანა
  • თვითმფრინავი Airbus A321neo ზოგავს საწვავის 20%-ს და ახალი ტექნოლოგიების წყალობით, წინამორბედებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებად ზემოქმედებს გარემოზე. მისი ძრავების ხმა კი 50%-ით არის შემცირებული
  • ქუთაისის აეროპორტი მზადაა მგზავრების მისაღებად და საერთაშორისო რეისების განსახორციელებლად
  • აეროპორტის გახსნას უამრავი ადამიანი მოელოდა
  • ახლა ვარშავისა და ვილნიუსის გარდა, ფრენები განხორცილდება რიგასა და დორტმუნდშიც
  • თუმცა, ყველაფერი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული - თუ კორონავირუსის საფრთხე შემცირდება, რეისების რაოდენობა გაიზრდება
  • აეროპორტში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა
  • შენობაში მიმდინარეობს სანიტარული კონტროლი, სავალდებულოა სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება
  • ასევე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები
  • პირველი მგზავრები ევროპაში უკვე გაფრინდნენ ქუთაისის აეროპორტიდან
© Sputnik / STRINGER
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა პანდემიის დაწყებიდან პირველად პირველი რეისი მიიღო

ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა და Wizz Air-ის პირველი რეისიც მიიღო ვარშავიდან. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ მუშაობს აეროპორტი კორონავირუსის პანდემიის პირობებში

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა და არსებობის ისტორიაში პირველად მიიღო თვითმფრინავი Airbus A321neo.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან აეროპორტი ღებულობდა მხოლოდ სპეცრეისებს ევროპიდან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისათვის ინიშნებოდა. ახლა ქუთაისში ფრენები განხორციელდება ვილნიუსიდან და ვარშავიდანაც.

აპრილში რეისები კვირაში სამჯერ განხორციელდება, ხოლო მაისიდან ავიაკომპანია Wizz Air აპირებს ფრენები დაიწყოს რიგასა და დორტმუნდში. რეისების რაოდენობა გაიზრდება ან შემცირდება ეპიდისიტუაციის მიხედვით.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები